რატომ დატოვა თანამდებობა რომეო მიქაუტაძემ? – ლევან დავითაშვილის განმარტება

რატომ დატოვა თანამდებობა რომეო მიქაუტაძემ? – ლევან დავითაშვილის განმარტება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა 11 თებერვლის დილას გაავრცელა.

მინისტრი, ლევან დავითაშვილი ტელეკომპანიას ,,იმედის” ეთერში ამბობს, რომ მიქაუტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ის, კერძო სექტორში ინაცვლებს.

„ეს მორიგი სიცრუე და სიყალბეა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალება მიმართავს-ხოლმე. მსგავსი რამ არ არსებობს. რომეო მიქაუტაძემ თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა მუშაობა.

ის თითქმის, 20 წელია ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და სამინისტროში ენერგეტიკას კურირებდა. მისი სურვილი იყო, ამ ეტაპზე კერძო სექტორში გაეგრძელებინა მუშაობა. ამაზე ჩვენ გარკვეული ხანი გვქონდა საუბარი. ასე, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ მის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა ან ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა გუნდში. ეს არ იყო. პირიქით, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავითაშვილმა ,,იმედი ლაივის” ეთერში.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…